არ მგონია, კითხვის არსებობა საკმარის მიზეზს აძლევდეს ვინმეს, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვოს - სარჯველაძე

11.08.23 15:22
არ მგონია, კითხვის არსებობა საკმარის მიზეზს აძლევდეს ვინმეს, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვოს - სარჯველაძე

შოვის ტარგედიაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას "ქართული ოცნება" არ თანხმდება და ოპოზიციას სხვა ნებისმიერი ფორმატის გამოყენებას ურჩებს.

მიხეილ სარჯველაძე დღეს ამტკიცებდა, რომ ხელისუფლების ოპონენტებს ტრაგედიასთან დაკავშირებული კითხვები არ აძლევს იმის უფლებას, რომ კომისიის შექმნა მოითხოვონ.

რეალურად, ერთადერთი ნამდვილი დანიშნულება, არაკეთილსინდისიერი, მაგრამ ნამდვილი, რაც შეიძლება ჰქონდეს ოპოზიციას, ეს გახლავთ, რომ სახე შეინარჩუნონ იმ შეცდომების ფონზე, რომელიც დაუშვეს, იმ ამორალობის ფონზე, რომლის მომსწრენიც ყველანი ერთად ვიყავით. 

თუ ვინმეს, რეალურად, რაიმე კითხვა აქვს, შეუძლია ამისთვის გამოიყენოს ნებისმიერი სხვა ფორმატი და არ მგონია, რომ კითხვის არსებობა ავტომატურად საკმარის მიზეზს აძლევდეს ვინმეს, რომ მოითხოვოს საგამოძიებო კომისიის შექმნა, ალოგიკური და არაბუნებრივიც კი იქნებოდა. მათ სჭირდებათ ახლა სასწაფოდ შექმნან იმიტაცვია, რომ თითქოს რაიმე არგუმენტები აქვთ საიმისოდ, რომ დაადასტურონ ხელისუფლება არასწორ რეაგირებაში,“ - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.
 

მსგავსი სიახლეები