გახარიას პარტია შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას არ ემხრობა
გიორგი გახარიას პარტია შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას არ ემხრობა. პარტიის პოზიცია დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
დეპუტატი ხსნის, რატომ ფიქრობენ პარტიაში მიზანშეუწონლად საგამოძიებო კომისიაზე საუბარს. ბუჩუკური ამბობს, რომ მაშინ, როცა ჯერ კიდევ გრძელდება ტრაგედიის ადგილზე სამძებრო სამუშაოები, საგამოძიებო კომისიაზე საუბარი არასწორია.
დეპუტატის თქმით, მისი პარტიის წარმომადგენლებმა უკვე მიმართეს სადეპუტატო კითხვებით მთავრობას და პასუხებს ელოდებიან.
ჩვენი აზრით, ამ ეტაპზე საგამოძიებო კომისიაზე საუბარი პოლიტიკოსების მხრიდან არასწორია მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ მიმდინარეობს დაკარგულთა სამძებრო სამუშაოები და ჯერ კიდევ არ ვიცით გარდაცვლილთა და დაკარგულ პირთა სრული და საბოლოო სია.
ტრაგედიის პირველივე დღიდან ვხედავთ, “ოცნების” და “ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან ტრაგედიის ერთმანეთზე პოლიტიკური თავდასხმის მიზნით გამოყენებას. ახლა ეს კომისიაც იქნება ამ ისტერიის გაგრძელება კიდევ უფრო მწვავე ფორმებში და ვერ უზრუნველყოფს ვერც სიმართლის დადგენას და, რაც მთავარია - ვერც ობიექტურ შეფასებებს.
ჩვენ ამ პოლიტიკურ ფარსში არასდროს მიგვიღია მონაწილეობა და არც ახლა ვაპირებთ.
გარდა მორალური მხარისა, ეს კომისია ახლა პრაგმატულადაც გაუმართლებელია, რადგან ის ვერ მოემსახურება მთავარს - ასეთი ტრაგედიების თავიდან აცილებას.
ჩვენმა საპარლამენტო გუნდმა სადეპუტატო კითხვებით უკვე მივმართეთ მთავრობას ყველა იმ კითხვასთან დაკავშირებით, რომელიც საზოგადოებას აქვს. დაველოდებით ადეკვატურ და ამომწურავ პასუხებს, სხვა შემთხვევაში პროცესი გაცილებით მეტ კითხვას გააჩენს და პასუხების გაცემა ხელისუფლების წარმომადგენლებს სხვა ფორმატში მოუწევთ," - წერს ბუჩუკური.
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.