გახარიას პარტია საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ უჭერს - რა ეჭვები აქვთ "ნაციონალურ მოძრაობაში"

11.08.23 15:55
გახარიას პარტია საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ უჭერს - რა ეჭვები აქვთ "ნაციონალურ მოძრაობაში"

"სავსებით შესაძლებელია, რომ პირადად გახარიას დავალებით მის საპარლამენტო წარმომადგენლობას არ აძლევდნენ უფლებას, რომ მსგავსი ტიპის კომისიას დაუჭირონ მხარი, რაც პოლიტიკურად გაუმართლებელია," - ასე აფასებს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გახარიას გუნდის გადაწყვეტილებას.

საქმე ეხება პარტია "საქართველოს" დეპუტატების მხრიდან შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის მხარდაჭერაზე უარს. 

დაპირებები მონიტორინგის სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით გაიცემოდა მრავალი წლის მანძილზე „ოცნების“ სხვადასხვა უმაღლესი თანამდებობის პირის მხრიდან, ამიტომ, სავსებით შესაძლებელია, რომ პირადად გახარიას დავალებით მის საპარლამენტო წარმომადგენლობას არ აძლევდნენ უფლებას, რომ მსგავსი ტიპის კომისიას დაუჭირონ მხარი, რაც პოლიტიკურად გაუმართლებელია და პერსონალურადაც, რადგან დეპუტატის საზედამხედველო ინსტრუმენტებს შორის ყველაზე ძლიერი მექანიზმი სწორედ საგამოძიებო კომისიაა,“ - ამბობს ბოკუჩავა.

მსგავსი სიახლეები