მოსკოვის "ვნუკოვოს" აეროპორტის თავზე საჰაერო სივრცე დაიხურა

11.08.23 15:59
მოსკოვის "ვნუკოვოს" აეროპორტის თავზე საჰაერო სივრცე დაიხურა

მოსკოვის "ვნუკოვოს" აეროპორტის თავზე საჰაერო სივრცე დაიხურა და აეროპორტმა მუშაობა დღესაც შეაჩერა. რუსული სამთავრობო მედია "რია" სასწრაფო დახმარების სპიკერზე დაყრდნობით წერს, რომ მიზეზი სავარაუდოდ დრონებია. 

RIA Novosti-ის საავიაციო ხელისუფლების წყაროს ცნობით, საჰაერო სივრცე დაკეტილია არა მხოლოდ ვნუკოვოს, არამედ კალუგის აეროპორტის თავზეც.

"ვნუკოვოს აეროპორტი დროებით დაკეტილია, წინასწარი მიზეზი უპილოტო საფრენი აპარატია", - თქვა "რიას" წყარომ.

აეროპორტის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ მათგან დამოუკიდებელი მიზეზის გამო შემოიღეს დროებითი შეზღუდვები.

 

მსგავსი სიახლეები