ბათუმში, ანტირუსულ აქციაზე დაკავებული უკრაინის მოქალაქე ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა
ბათუმის პორტთან ანტირუსულ აქციაზე დაკავებული უკრაინის მოქალაქე ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2000 ლარით დააჯარიმა.
არ ვეთანხმები ამ გადაწყვეტილებას, მე მაქვს მყარი არგუმენტი, რომ არავისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიმიყენებია. ასევე, მაქვს მტკიცებულება, რომ ტელეფონზე ვსაუბრობდი იმ დროს, როდესაც უმიზეზოდ და ახსნა-განმარტების გარეშე დამაკავეს,“ - ამბობს უკრაინის მოქალაქე.
ქალის ინტერესებს იცავდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. წინა სხდომაზე მოწმის სახით მყოფმა პოლიციელმა სასამართლოს ჩვენება მისცა. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის თქმით, დაკავების დროს პოლიციელს უკრაინის მოქალაქისთვის მისი უფლებები არ განუმარტავს, თანაც საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი ამბობს, რომ პოლიციელმა, ვინც მარინა ჩობანიანი დააკავა, რუსული ენა არ იცის.
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.