"პარკეტის პოლიტიკას ატარებთ", "რაღაცაში მაინც ხომ უნდა იყოთ თანმიმდევრული" - დაპირისპირება "დღის ამბებში"
საგამოძიებო კომისია რაჭაში დატრიალებულ ტრაგედიაზე - ამ საკითხზე მსჯელობას „დღის ამბებში“ დაპირისპირება მოჰყვა. ერთმანეთს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლაშა ფარულავა და „ევროპული საქართველოს“ წევრი თენგიზ კირთაძე დაუპირისპირდნენ.
კირთაძისთვის მიუღებელია მნიშვნელოვანი კითხვებიდან აქცენტების გადატანა იმ თემაზე, თუ ვინ დაუჭერს პარლამენტში მხარს საგამოძიებო კომისიის შექმნას და ვინ იქნება წინააღმდეგი. საკითხის ამ კუთხით განხილვა მიუღებელია "ნაციონალური მოძრაობისთვის".
იმ შემთხვევაში თუ არასწორი გზით წავალთ და ეჭვიც არ მეპარება, რომ ლაშას სურვილი სწორია, რომ უნდა შეაწუხოს „ქართული ოცნება“, მაგრამ არასწორი გზით აკეთებენ ამას, იმიტომ, რომ როდესაც ჩვენ რაღაც ისეთ ინსტრუმენტს გამოვიყენებთ, რომელიც მიზნამდე ვერ მიგვიყვანს და მიზნამდე ვერ მიგვიყვანს იმიტომ, რომ თუ დადგება ეს საკითხი გასარჩევად, მაგალითად, ისრები გადავა „ქართული ოცნებიდან“ და რელევანტური კითხვებიდან და მაგალითად გადაიხრება გახარიას პარტიისკენ,“ - ამბობს კირთაძე.
ქართულ ოცნებას და რუსულ მთავრობას, რომ შეკითხვა დავუსვა, როგორ გადავა ისრები სხვა პარტიაზე? - მიმართა კითხვით ლაშა ფარულავამ
რაღაცაში მაინც ხომ უნდა იყოთ თანმიმდევრული, ახალი გახსნილი 50 ოფისიდან ილაპარაკებთ ხალხთან, საიდანაც მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის შტაბი უნდა შეგექმნათ? ქართულ ოცნებას არ უნდა მივცეთ საშუალება სწორი კითხვებიდან ყურადღება გადაიტანოს მეორე და მეასე ხარისხოვან საკითხებზე, მაგალითად, რომელიმე ოპოზიციონერი დეპუტატი თუ არ დაუჭერს მხარს საგამოძიებო კომისიას და შემდეგ ყველა ჟურნალისტი მასთან მივა და რატომ არ დაუჭირე მხარი? ამ დროს „ქართულმა ოცნებამ“ დრო მოიგო, ის კითხვები, რომელიც საჭირო იყო უსაფრთხოების სისტემებთან დაკავშირებით,“ - მიმართა კირთაძემ ფარულავას.
თქვენ ბიძინა ივანიშვილის საქმეს აკეთებთ, რომლებიც ბრიფინგებს ატარებთ კონდინციონერის ქვეშ, პარკეტის პოლიტიკას ატარებთ, გამოდით და ხალხთან ერთად იყავით, ჩვენ ვართ ხალხთან ერთად, - მიმართა ფარულავამ კირთაძეს.
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.