გახარია წარმატებული იყო, რადგან ზურგს "ოცნება" უმაგრებდა - ირაკლი ზარქუა

31.05.21 15:02
გახარია წარმატებული იყო, რადგან ზურგს "ოცნება" უმაგრებდა - ირაკლი ზარქუა

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ გიორგი გახარია წარმატებული მინისტრი, რადგან მას ზურგს მმართველი გუნდი უმაგრებდა. ზარქუას შეფასებით, რამდენად ძლიერია გახარია ეს ადგილობრივ არჩევნებზე გამოჩნდება.

გახარია იყო ძლიერი და წარმატებული პრემიერ-მინისტრი იმიტომ რომ  მას ზურგს უმაგრებდა "ქართული ოცნება", ის რამდენად ძლიერია არ არის ძლიერი, ამის ნახვის შესაძლებლობა გვექნება ადგილობრივ არჩევნებზე, მე პირადად განწყობა მაქვს ასეთი: ის ვინც თითო აგურს დადებს, იქნება ოპოზიციიდან თუ მმართველი პარტიიდან, ჩემთვის მისაღები. აქედან გამომდინარე ის არის ჩვენთვის კონკურენტი, ისევე როგორც დანარჩენი ოპოზიციური ფლანგი უბრალოდ ერთი თქმა შეგვიძლია - ვისურვებდი, რომ სიცრუეზე არ იყოს აგებული ეს პიარ კამპანია და დაე ღირსეულმა გაიმარჯვოს ადგილობრივ არჩევენბზე", - ამბობს ირაკლი ზარქუა. 

მსგავსი სიახლეები