ზელენსკი კორუფციის გამო უკრაინის ყველა რეგიონულ სამხედრო კომისარს მოხსნის
უკრაინის პრეზიდენტი კორუფციის გამო უკრაინის ყველა რეგიონულ სამხედრო კომისარს მოხსნის. ზელენსკის თქმით, უკრაინის სამხედრო კომისარიატების შემოწმების დროს გამოვლინდა სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ნიშნები - უკანონო გამდიდრებიდან დაწყებული საზღვრებზე წვევამდელების უკანონო გადაყვანის დამთავრებული, ომის მდგომარეობის პირობებში აკრძალვის მიუხედავად.
ჩვენ ყველა რეგიონულ სამხედრო კომისარს ვათავისუფლებთ, ამ სისტემას უნდა მართავდნენ ადამიანები, რომლებმაც ზუსტად იციან რა არის ომი და რატომ არის ომის დროს ცინიზმი და მექრთამეობა ღალატი," - განაცხადა ზელენსკიმ.
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.