შოვში დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
შოვში დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა. დილის შემდეგ მაშველებმა კიდევ ორი ცხედრის ამოსვენება შეძლეს. ნაპოვნია სხეულის ფრაგმენტებიც - ინფორმაციას ინფრასტრუქტურის მინისტრი ავრცელებს.
აღმოჩენილია დღეს სამი ცხედარი და ერთი სხეულის ფრაგმენტი. გრძელდება და მიმდინარეობს შველა-ძიების სამუშაოები. 10 მდებარეობაზე ხორციელდება აღნიშნული სამაშველო ოპერაცია, ახალი მდებარეობა არის ალტერნატიულად გაჭრილი გზის მოპირდაპირე მხარეს, საკმაოდ დიდი მასივია, სადაც მიმდინარეობს ინტენსიურად შველა-ძიების სამუშაოები,“ - ამბობს ქარსელაძე.