მოვისმინეთ ბევრი ტყუილი, უსამართლო ბრალდებები, ცილისწამება - ქარსელაძე განმარტავს, რა მდგომარეობაა რიკოთზე
რა ვითარებაა რიკოთის უღელტეხილზე - ინფრასტრუქტურის მინისტრი რიკოთის ირგვლივ არსებულ კრიტიკას სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა. მინისტრის თქმით, რიკოთის უღელტეხილზე, გზის ერთ-ერთ მონაკვეთზე აღმოჩენილი იყო მეწყერის კერა, რის გამოც რიკოთის დროებით დაკეტვის გადაწყვეტილება მიიღეს.
ქარსელაძე ამტკიცებს, რომ ბოლო დღეებში რიკოთის ირგვლივ პოლიტიკურად ანგაჟირებული განცხადებები მოისმინა საზოგადოებამ, რაც ერთადერთ მიზანს ემსახურება - დააშინონ მოსახლეობა, საკითხს სიმძაფრე მოუმატონ ოპონენტებმა, რაც მისი თქმით, უსაფუძვლოა. ქარსელაძე ოპონენტებს ტყუილსა და ცილისწამებაში ადანაშაულებს.
რაც შეეხება რიკოთს, გუშინ ჩვენ ვადევნებდი თვალს კამპანიას, რომლის ამოცანაც არის პოლიტიკური, ოღონდ ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოება არის ის, რომ ეს ყველაფერი კეთდება მოსახლეობის დაშინების, სიმძაფრის შეტანისთვის, მითუმეტეს შოვის ტრაგედიის ფონზე ასეთი საკითხების წამოწევა და პარალელების გავლება, უსაფუძვლოა.
შევეცდები გაგიზიაროთ ბრალდებლეთან და ვარაუდებთან დაკავშირებით რეალური ინფორმაცია. სამწუხაროდ, მოვისმინეთ ბევრი ტყუილი, უსამართლო ბრალდებები, ცილისწამება იყო, ამიტომ თანმიმდევრობით გავყვები ამ ძირითად საკითხებს," - ამბობს ქარსელაძე.
ირაკლი ქარსელაძემ იმ ბრალდებებზე ისაუბრა, რაც მისი შეფასებით, უსამართლოდ ისმის ხელისუფლების მიმართ.
პირველი ბრალდება იყო იმასთან დაკავშირებით, რომ რიკოთი დაკეტილია - რიკოთი არ არის დაკეტილი, რიკოთზე მოქმედებს სპეციალური რეჟიმი, რომლის გამომწვევი მიზეზიც არის შემდეგი - 149-ე კილომეტრზე, არსებული ძველი გზიდან დაახლოებით, 200 მეტრში აღმოჩენილი იყო მეწყერის კერა, რომელიც შეისწავლეს სპეციალისტებმა და მიჩნეული იქნა მომატებული საფრთხის მქონედ, მყისიერად იქნა გადაწყვეტილება რიკოთის დროებით დაკეტვასთან დაკავშირებით, გაფართოვდა გზა და ასევე მოეწყო შესაბამისი კედელი და ამ პირობებში შეგვეძლო სპეციალური რეჟიმის დაწესების პირობებში მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა იმდაგვარად, რომ შესაბამისი პრევენცია პოტენციურად გააქტიურების პირობებში იქნებოდა შესაძლებელი და ამ პირობებში გადაადგილება დარჩებოდა და დღესაც რჩება უსაფრთხოდ. შესაბამისად, ცალსახად უნდა აღვნიშნოთ ის, რომ რიკოთის 149-ე კილომეტრზე მეწყერი არ განვითარებულა, არ ჩამოსულა და უფრო მეტიც, საუბარია იმაზე, რომ საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მონიტორინგის შედეგად, გაუკეთა იმას უზრუნველყოფა რომ მინიმუმამდე ყოფილიყო რისკი. ეს არის მაგალითი იმისა, რომ თითქოს საავტომობილო გზების დეპარტამენტს არ შეუძლია მართოს პროცესები, რომ კომპეტენციის პრობლემაა, რაც ელემენტარულად უსაფუძვლოა და გარკვეულწილად, ცილისმწამებლურია.
რაც შეეხება შემდეგ ბრალდებას, რომელიც უკავშირდება პროექტირებას და საპროექტო საკვლევოძიებო სამუშაოებს, ესეც აცდენილია იმ რეალობას, რაც ხდებოდა. პროექტირება და მომსახურების შესყიდვა განხორციელდა მსოფლიო ბანკის და აზიის განვითარების ბანკის პროცედურებით, ხარისხზე დაფუძნებული შესყიდვის პროცედურაა. საუბარი იმაზე, რომ პროექტს რამე დააკლდა ან რამე ისე არ იყო გაკეთებული, არის აბსოლუტურად უსაფუძვლო.
შემდეგი საკითხი, რომელიც უკავშირდება უკვე უშუალოდ პროექტის განხორციელებას და რამდენიმე ბრალდება იყო ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს, როგორ ხდება პროექტების განხორციელება, ვგულისხმობ, სამშენებლო მიმართულებით - აბსოლუტურად ყველა პროექტს გააჩნია საერთაშორისო საზედამხედველო კომპანია, რომელიც ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დაფინანსებით და მათი შესაბამისი პროცედურებით და აქაც გამოიყენება ხარისხზე დაფუძნებული შესყიდვის პროცედურა, სადაც 80/20-ზეა პროპორცია და პირველ რიგში, ფასდება ამ ექსპერტების გამოცდილება და ჩართულობა.
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.