დიდი გარიგება ოლიგარქის კარზე - "ლაგუნა ვერესა" და იპოდრომის გაყიდვა-გარიგების დეტალები

11.08.23 20:00
დიდი გარიგება ოლიგარქის კარზე - "ლაგუნა ვერესა" და იპოდრომის გაყიდვა-გარიგების დეტალები

 

დიდი გარიგება ივანიშვილის კარზე - ვის ხელში გადადის ოლიგარქის ქონება. გამყიდველი ბიძინა ივანიშვილი - მყიდველი მარიკა ვერულაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრი და ყოფილი დეპუტატი.   

5 თვის წინ დაფუძნებული კომპანია დღეს თბილისის ცენტრში დიდი ობიექტების მფლობელი გახდა, მათ შორის არის „ლაგუნა ვერეც“. თავად კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რამდენიმე წელში თბილისს ექნება ევროპული სტანდარტების საცურაო აუზი. თუმცა ამ განცხადებში არაფერია ნათქვამი იმ ტერიტორიებზე, რომელიც კომპანიამ „ლაგუნასთან“ ერთად გადაიფორმა. 

„ნეო სიტი დეველოპმენტის“ მფლობელობაში გადავიდა აბრეშუმის ფაბრიკის ის ტერიტორია, სადაც 52 სართულიანი ე.წ. ჟირაფები უნდა აშენდეს და ასევე იპოდრომზე არსებული 10 ათასი კვადრატული მიწა, რომელიც დღემდე ბიძინა ივანიშვილის კუთვნილება იყო. გარიგება იმდენად მასშტაბურია, რომ ბევრ კითხვას აჩენს. გავრცელებული ინფორმაციით, „ლაგუნა ვერეს“ ახალი მფლობელის ბიზნეს პარტნიორია რუსი ოლიგარქის შვილი ეგორ აბრამოვი. მამა-შვილი აბრამოვები კი დასავლეთის სანქციების ქვეშ იმყოფებიან. მამა ბრიტანეთმა დაასანქცირა, შვილი კი უკრაინამ.

მსგავსი სიახლეები