ისტერიული და შანტაჟნარევი განცხადება - ,,ენმ" კობახიძის ულტიმატუმზე

31.05.21 15:13
ისტერიული და შანტაჟნარევი განცხადება - ,,ენმ" კობახიძის ულტიმატუმზე

„ნაციონალურ მოძრაობაში“ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებას პასუხობენ და ამბობენ, რომ მმართველი პარტია ,,ენმ"-ს პარლამენტში შესვლით გაწბილებულია. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინა ბოკუჩავა, ირაკლი კობახიძის ულტიმატუმს იტსერიულ და შანტაჟნარევ განცახდებას უწოდებს. მისი თქმით, ისინი პარლამენტში არა თანამდებობებისა და პრივილეგიებისთვის, არამედ ბიძინა ივანინიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ საბრძოლველად  შედიან. 

„ქართული ოცნება“ ძალიან გაწბილებულია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებითმ რომ შევიდეს პარლამენტში და გამოიყენოს ყველა ტრიბუნა ბიძინა ივანიშვილის  რეჟიმთან საბრძოლველად. ამან გამოიწვია სწორედ ეს ისტერიული, შანტაჟნარევი განცხადებები. გასაგებია, რომ მათთვის პოლიტიკა და მისი მიზანი თანამდებობებია და პრივილეგიები, რომელზეც ისინი საუბრობენ, მაგრამ ჩვენთვის ეს ასე არ არის. ჩვენ პარლამენტში შევდივართ იმისთვის, რომ იქ გავაგრძელოთ ბრძოლა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, - ამბობს თინა ბოკუჩავა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საკრებულოს წევრი, ლევან ხაბეიშვილი, ირაკლი კობახიძეს ურჩევს, ანალოგიური სწრაფი რეაგირება მოახდინოს გაჭირვებული ადამიანების დასახმარებლად, როგორც ,,ენმ"-ს პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით. 

უმრავლესობის ლიდერი რომ გქვია, პარლამენტის თავმჯდომარეობიდან თავის დროზე რომ გააპანღურეს, ის კაცი ლაყბობით არის დაკავებული და მას ჰგონია, რომ ყველა მისნაირია და ყველას თანამდებობა აინტერესებს. თავად ვთქვით უარი აი, ამ ე.წ. პრივილეგიებზე და თანამდებობებზე, ამიტომ მისი მხრიდან ეს ისტერიული გამოხტომა და ამაზე განცხადების კეთება, ცოტა არ იყოს სასაცილოა. პლიუს ამას, მე ვურჩევდი, რომ ასეთივე სწრაფი რეაგირება ჰქონდეს ადამიანების გაჭირვებაზე, - ამბოს ლევან ხაბეიშვილი.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შარლ მისელის დოკუმენტზე ხელმოწერის გარეშე პარლამენტში პრივილეგიებით ვერ ისარგებლებს.