რა ხდება რიკოთზე? - კითხვები, რაზეც ინფრასტრუქტურის მინისტრმა თავი აარიდა
დგას თუ არა რიკოთი სტიქიური უბედურების ზღვარზე? ინფრასტრუქტურის მინისტრი თავის მართლებას ცდილობს. მაგისტრალზე არსებული საფრთხეების შესახებ ირაკლი ქარსელაძემ დუმილი დღეს დაარღვია და ბრალდებებზე პასუხების გაცემა გადაწყვიტა.
რომელიმე გამარჯვებული კომპანიის ამ პროცედურების მიხედვით სანქცირების პირობებში აღნიშნული კომპანია ვერ გაიმარჯვებდა და მასთან ვერ გაფორმდებოდა ხელშეკრულება. შესაბამისი საფინანსო ინსტიტუტი მონაწილეობას იღებს და მისი დასტურის გარეშე ვერ ხდება გამარჯვებულის გამოვლენა და მასთან ხელშეკრულების გაფორმება. აკმაყოფილებდნენ ყველა იმ კრიტერიუმს და პირობას, ასევე არ არსებობდა მათი დისკვალიფიკაციის არავითარი საფუძველი. აქ არ არის ის, მე რა მაინტერესებს, რომ დავინახო, ამ კომპანიის წარსული, აწმყო თუ მომავალი, აქ არის მკვეთრად გაწერილი პროცედურა,“ - ამბობს ქარსელაძე.
თუმცა მანამდე არ დავიწყებია ოპოზიცია,რომელიც ქვეყნის ცენტრალურ მაგისტრალზე შექმნილი ვითარების გამო მთელს პასხუისმგებლობას მთავრობას აკისრებს.
მინისტრი კი ოპოზიციას ბრალს ხალხის დაშინებაში სდებს. ერთ საათიანი პრესკონფერენციის განმავლობაში ქარსელაძემ ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ ააგორეს პოლიტიკური კამპანია პოლიტიკური ქულების დასაწერად, თუმცა გვერდი აუარა კითხვას იმ ჩინური კომპანიების საეჭვო რეპუტაციის შესახებ, რომლებსაც მთავრობამ დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი გზის მშენებლობა ანდო.
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.