ტრაგედიის მეცხრე დღე და 24 გარდაცვლილი - სამძებრო სამუშაოების არეალი ფართოვდება
ტრაგედიის მეცხრე დღე და 24 გარდაცვლილი. მაშველებმა შოვში კიდევ სამ ცხედარს და სხეულის ფრაგმენტებს - კიდურებს, მიაგნეს. მდინარემ ცხედრები სტიქიის ეპიცენტრიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით გარიყა. ამიტომ ეტაპობრივად ფართოვდება სამუშაოების არეალიც.
დაკარგულებს ეძებენ ალტერნატიულად გაჭრილი გზის მოპირდაპირე მხარესაც, რომელიც საკმაოდ დიდი ტერიტორიაა.
თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფები ერთი კვირაა უკვე, ჩართულია სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში. წინასწარი გეგმით განსაზღვრული ლოკაციებზე მიმდინარეობს უშუალოდ მუშაობა, რაც აღსანიშნავია, დღეს დაემატა კიდევ კოტეჯების ერთი ლოკაცია, სადაც აქტიურად ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამუშაოები,“ - ამბობს ვიცე-პოლკოვნიკი, თამაზ ავალიანი.
ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში კი ცხედრების ამოცნობის პროცედურა მიმდინარეობს. გარდაცვლილები, რომელთა იდენტიფიცირებაც უკვე მოხდა, სახლებში გადაასვენეს. ნაწილი საკუთარი ოჯახის წევრებმა აღმოაჩინეს, ნაწილის სხეული კი ისე იყო დაზიანებული, რომ საჭირო გახდა დნმ-ის ჩატარება. სამოქალაქო პანაშვიდები ონის ეკლესიაში ხვალიდან დაიწყება.
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.