შეიქმნება თუ არა შოვის ტრაგედიის გამოსაკვლევად საგამოძიებო კომისია - გახარიას გუნდი პროცესებს ემიჯნება
დიდი დაბნეულობა ოპოზიციაში. გიორგი გახარიას გუნდი პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ უჭერს, რითაც საკითხი პრაქტიკულად ჩასაგდებად არის განწირული. ასეთ შემთხვევაში ოპოზიციას საკმარისი ხმების შეგროვების პერსპექტივა არ აქვს. გახარიას თანაპარტიელები ამბობენ, რომ კომისიის შექმნის მოთხოვნა ფარსია და მხოლოდ პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება.
ოპოზიციას გახარიას გუნდის ამ გადაწყვეტილებამ ბევრი კითხვა გაუჩინა და ცდილობენ ახსნა მოძებნონ. დეპუტატები არ გამორიცხავენ რომ ექსპრემიერის თანაგუნდელები ამ ფორმით საკუთარი ლიდერის გადარჩენას ცდილობენ.
კითხვები, რომლებიც რაჭასთან დაკავშირებით არსებობს, მათ შორის გახარიას პრემიერობის პერიოდსაც უკავშირდება. ვის უნდა და ვის არა სიმართლის მოსმენა შოვის ტარგედიაზე? – „ქართული ოცნება“ კომისიის შექმნაზე კატეგორიულ უარს აცხადებს.
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.