ხელოვანების დაუმორჩილებლობა ახალ მასშტაბზე გადის - წულუკიანმა რეპრესიების საპასუხოდ დიდი პროტესტი მიიღო

11.08.23 20:28
ხელოვანების დაუმორჩილებლობა ახალ მასშტაბზე  გადის - წულუკიანმა რეპრესიების საპასუხოდ  დიდი პროტესტი მიიღო

 

ხელოვანების დაუმორჩილებლობა ახალ მასშტაბზე  გადის - მწერლების შემდეგ კინემატოგრაფისტები. თეა წულუკიანმა რეპრესიების საპასუხოდ  დიდი პროტესტი მიიღო.  

რეჟისორები, რომლებმაც მინისტრის საბჭოთა მეთოდები საკუთარ თავზე უკვე გამოსცადეს, დარწმუნებულები არიან, რომ მწერალთა სახლში მოვლენები ზუსტად იგივე სცენარით განვითარდება. 

ამის პირველი სიგნალი კი მწერალთა სახლის დირექტორად ოცნების რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატის დანიშვნაა. ამიტომ კინემატოგრაფისტები და მწერლები ახლა უკვე გაერთიანებული ძალებით იწყებენ ბრძოლას, რომ არ დაუშვან კულტურის სფეროში ცენზურის საბოლოოდ გაფორმება. ბოიკოტი   გამოცხადდა და არ დასრულდება იქამდე, ვიდრე მოთხოვნები  არ დაკმაყოფილდება.
 

მსგავსი სიახლეები