შინდისის გმირები და 15 წელი გმირული ბრძოლიდან
შინდისის გმირები და 15 წელი გმირული ბრძოლიდან. 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის დროს გორის რაიონის სოფელ შინდისში ქართველი ჯარისკაცები უთანასწორო ბრძოლაში ჩაებნენ რუსებთან.
ბრძოლა, რომელიც, დაახლოებით, ორ საათს გაგრძელდა. ქართველმა ჯარისკაცებმა რუსებს გმირული წინააღმდეგობა გაუწიეს.
ამ დღეს ოკუპანტებთან უთანასწორო ბრძოლაში 17 ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამ დღიდან მოყოლებული ყოველ წელს, შინდისში გმირებისთვის პატივის მისაგებად მიდიან მათი ოჯახის წევრები, მოქლაქეები, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები, ასე მოხდა დღესაც.
პრემიერმა ღარიბაშვილმა კი ეს დღეც პოლიტიკური ბრალდებებისთვის გამოიყენა და იერიში ისევ მიხეილ სააკაშვილზე მიიტანა.
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.