ჯარიმები ანტირუსულ აქციაში მონაწილეობისთვის - ხელისუფლების სადამსჯელო ოპერაცია
ხელისუფლების სადამსჯელო ოპერაცია ანტირუსული აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. ყველა დაკავებულს მოსამართლემ 2 ათასლარიანი ჯარიმების გადახდა შეუფარდა. გამონაკლისი იყო ბექა გრიგორიადისი, ლაზარეს მამა, რომელსაც მოსამართლემ გირაოს ყველაზე დიდი რაოდენობა - 3500 ლარის გადახდა დააკისრა.
ამ ფონზე კი პოლიციელები, ვინც აქციის მონაწიელეებს სასტიკად უსწორდებოდნენ და არბევდნენ, არც გამოკითხეს და თანამდებობებზეც მუშაობას ამ დრომდე ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ.