84 მათგანი, მათ შორის, გეოლოგები მონაწილეობდნენ და ვინ დარჩა კიდო - მინისტრი გეოლოგებს პასუხობს
„84 მათგანი, მათ შორის, გეოლოგები მონაწილეობდნენ და ვინ დარჩა კიდო,“ - ასე პასუხობს ინფრასტრუქტურის მინისტრი გეოლოგების კრიტიკას, რომლებიც მთავრობას რიკოთის უღელტეხილის მშენებლობაში დაშვებული შეცდომების გამო აკრიტიკებენ.
გეოლოგები ამბობენ, რომ გეოლოგიური დასკვნა ზედაპირული და არაზუსტი იყო, არ იყო შემუშავებული ალტერნატიული გზები და რისკები სათანადოდ არ იყო შეფასებული. ასევე, სპეციალისტები ამბობენ, რომ სამუშაო პროცესებში ქარტელი გეოლოგები ჩართულები არ იყვნენ. მათ კრიტიკას მინისტრი არ იზიარებს.
ამ პროექტის შემადგენელი ნაწილია გეოლოგიური კვლევები და ის შესაბამისი გადაწყვეტები, რაც არის. დღემდე ჩვენ არ მიგვიღია არცერთი კონკრეტული კომენტარი, რომ რაღაც არ არის გაკეთებული ან რაღაც არ არის ისე გადაწყვეტილი, როგორც უნდა იყოს. ხუთი ალტერნატივა იყო შემუშავებული და ამ ალტერნატივების განხილვის და მრავალფუნქციური ანალიზის შედეგად, ეს არის ნორმალური ფორმა, ყველგან ასე ხდება საგზაო მშენებლობაში, იქნა ყველაზე დაბალანსებული ვარიანტი, მარშრუტი შერჩეული. რაიმე მსჯელობა, რომ არასაკმარისი გეოლოგი არის უსაფუძვლო და არავითარი პროფესიული არგუმენტი წარმოდგენილი. მიმდინარე სამუშაოების გამო მათ სახლებზე ზეგავლენა არ დადასტურდა. დასრულებული რიკოთი იქნება იმაზე უსაფრთხო, კომფორტული და ბევრად მაღალი გამტარობის,“ - განაცხადა მინისტრმა.
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.