არსებობს თუ არა ეპიდემიის გავრცელების რისკი შოვში? - სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის განმარტება
„ამ წუთისთვის არანაირი რისკი და საფრთხე არ არსებობს ეპიდემიის გავრცელების დახოცილ ცხოველებთან დაკავშირებით,“ - ამ განცხადებას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე ვასილ ბასილაძე აკეთებს.
ბასილაძის თქმით, შოვში მეწყრული პროცესების შედეგად დახოცილი ცხოველებიდან ეპიდემიის გავრცელების რისკი არ არსებობს.
ამ წუთისთვის არანაირი რისკი და საფრთხე არ არსებობს ეპიდემიის გავრცელების დახოცილ ცხოველებთან დაკავშირებით. დახოცილი ცხოველებიდან დაავადების გავრცელების არანაირი საფრთხე არ არსებობს. რაც შეეხება დახოცილი ცხოველების დამარხვას, ჩართულია ადგილობრივი თვითმმართველობა, სურსათის ეროვნული სააგენტო უწევს ზედამხედველობას და საჭიროების შემთხვევაში სააგენტო ჩაატარეს სადეზინფექციო სამუშაოებს,“ - ამბობს ვასილ ბასილაძე.
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.