ვფიქრობ, გახარიას გადაწყვეტილება ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე არ მიუღია - სამადაშვილი

31.05.21 15:19
ვფიქრობ, გახარიას გადაწყვეტილება ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე არ მიუღია - სამადაშვილი

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, სალომე სამადაშვილის შეფასებით, გიორგი გახარიას დამოუკიდებელი პოლიტიკური საქმიანობის დაწყების გადაწყვეტილება დამოუკიდებლად არ მიუღია. სამადაშვილის აზრით, გახარიამ პოლიტიკაში დაბრუნება ბიძინა ივანიშვილთან შეათანხმა. 

 

ჩემი პირადი შეფასება არის  ის, რომ იმ გზავნილებიდან რაც მოვისმინეთ ჯერჯერობით ბატონი გახარაისგან მე ვერ დავინახე, რომ პოლიტიკურ საქმიანობას ივანიშვილთან შეუთანხმებლად ეწევა, ვნახოთ რა გზავნილებს მოვისმენთ მისგან მომავალში, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ გახარიას გადაწყვეტილება პოლიტიკური საქმიანობის დამოუკიდებლად  წარმართვის შესახებ ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე არ მიუღია", - ამბობს სალომე სამადაშვილი. 

მსგავსი სიახლეები