ჩვენი ყველა ხელისუფლება ხრუშოვისას გავს - დავით ჭიჭინაძე
ჩვენი ყველა ხელისუფლება ხრუშოვისას გავს - ამის შესახებ "ტრიბუნას“ ლიდერმა დავით ჭიჭინაძემ განაცხადა.
ჭიჭინაძე ხაზგასმით ამბობს, რომ როდესაც ქვეყნის მმართველი თავად არის უვიცი, მას ჰგონია, რომ არც ქვეყანას სჭირდება ის პროფესიები, რომელიც მან არ იცის, სწორედ ამიტომ არ აქვს ქვეყანას გამაფრთხილებელი სისტემა და სწორედ ამიტომ გააუქმეს გეოლოგიის ინსტიტუტი.
ჭიჭინაძე მოსალოდნელ სააფრთხეებზე საუბრობს და ამბობს, რომ კატასტროფაა თუნდაც ჟვანიას ქუჩაზე რაც ხდება, ან სპორტის სასახლის უკან, რადგან მიწისძვრა რომ მოხდეს, იქ ტექნიკაც ვერ შევა.
ბედი გვაქვს ეტყობა ესეთი,
ჩვენი ყველა ხელისუფლება ხრუშოვისას გავს.
ეგ ანადგურებდა და აუქმებდა ასე ყველაფერს, რადგან, როდესაც ქვეყნის მმართველი თავად არის უვიცი, მას ჰგონია, რომ არც ქვეყანას სჭირდება ის პროფესიები, რომელიც მან არ იცის.გეოლოგიის ინსტიტუტი და არა მარტო, ჯერ კიდევ მიშამ გააუქმა, შენობა მოეწონათ და გასაყიდად გამოიტანეს;
ესენი კი, ფულს ყველაფერში ხარჯავენ უსაფრთხოების გარდა, მთავარია მომგებიანი იყოს.გამაფრთხილებელი სისტემაც სწორედ იმიტომ არ გვაქვს, რომ იქ „ატკატს“ ვერ აიღებდნენ.
მოკლედ, ტრაგედიისგან დაზღვეული არავინაა და ამათმა რამე რომ იცოდნენ, თავად მაინც არ დასახლდებოდნენ სახიფათო ზონებში.
არადა, წლები ჩეხავენ ხეებს და აშენებენ კორპუსებს ასლარიანი, მხოლოდ ნახატებით გაცემული გეოლოგიური დასკვნებით.კატასტროფაა თუნდაც ჟვანიას ქუჩაზე რაც ხდება, ან სპორტის სასახლის უკან,
ღმერთმა დაიფაროს, მიწისძვრა რომ მოხდეს, იქ ტექნიკაც ვერ შევა". - აცხადებს დავით ჭიჭინაძე
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.