ხადას ხეობაში პროტესტმა იფეთქა - სოფლიდან გასახლებულებს სახლ-კარის გარეშე დარჩენა ემუქრებათ
ხადას ხეობაში პროტესტმა იფეთქა - რუსეთთან დამაკავშირებელი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობის გამო ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქეები უსახლკარობისთვის გაწირა. ხადას ხეობის მკვიდრებს ამ დრომდე არ აქვთ ინფორმაცია, მისცემენ თუ არა ნებართვას ააშენონ საცხოვრებელი კოტეჯები წინაპართა მიწაზე. ჯერ სოფლდან გაიყვანეს, სახლები დაუნგრიეს, სანაცვლოდ მიზერული თანხა მისცეს, თუმცა მთაშიი დარჩენის მსურველებს, ახალი სახლების აშენების უფლებას არ აძლევენ და უმტკიცებენ, რომ ადგილი, სადაც კოტეჯების ჩადგმა უნდათ სარეკრეაციო ზონაა. ახლა მაცხოვრბლებმა კოტეჯი 18 აგვისტომდე უნდა დაანგრიონ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი 25 ათასი ლარით დაჯარიმდებიან.
გადითო და სად წავიდეთ, სად გავიდეთ? ვის შევეხიზნოთ? არც კოტეჯის ჩადგმის საშუალებას არ გვაძლევენ. რაც მოგვცეს ის ადგილში გვინდა 50 დოლარი ღირს აკვადრატება. რითი ავაშენოთ? ბლოკი და ცემენტი გვინდა. დაგვაკმაყოფილონ ადგილით. 88 წლის კაცი ვარ, აი აქ დავბერდი მე". - ამბობს ადგილობრივი.
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.