დაეტიონ ქუჩაში! რა ნამუსით შემოდიან? - ალეკო ელისაშვილი ,,ენმ"-ს პარლამენტში შესვლაზე

31.05.21 15:22
დაეტიონ ქუჩაში! რა ნამუსით შემოდიან? - ალეკო ელისაშვილი ,,ენმ"-ს პარლამენტში შესვლაზე

„მოქალაქეების„ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი, ,,ენმ"-ს  პარლამენტში შესვლით უკმაყოფილოა. ალეკო ელისაშვილისთვის გაუგებარია, რისთვის შედის „ნაციონალური მოძრაობა“ პარალმენტში. „მოქალაქეების“ ლიდერი  ყველაზე დიდ ოპოზოციურ პარტიას ქუჩაში დარჩენისკენ მოუწოდებს. 

საერთოდ რატომ შემოდიან, ან რის ფასად შემოდიან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები პარლამენტში? ფული აიღეს ბიძინა ივანიშვილისგან? მაგათი ლიდერები ციხიდან ჩვენ გამოვიყვანეთ, საარჩევნო რეფორმას ჩვენ ვახორციელებთ, მართლმსაჯულების რეფორმას ჩვენ ვახორციელებთ, რატომ შემოდიან? თანამდებობები ეხარბებათ? ან ჩვენ რატომ გვლანძღავდნენ, ერთი გამაგებინეთ! ხომ არიან ღირსები, რომ ყოველდღე დერეფნები მოვუწყოთ აქ და ის ვეძახოთ, რასაც ჩვენ გვეძახდნენ და უარესს. დაეტიონ იმ ქუჩაში! რა ნამუსით შემოდიან, რა სინდისით შემოდიან? - ამბობს ელისაშვილი.
 

მსგავსი სიახლეები