იყო თუ არა საუკეთესო ქცევის ფორმულა, როგორც ჩვენ მოვიქეცით - კობერიძეს შოვის ტრაგედიაზე ხელისუფლებასთან კითხვები აქვს
ოპოზიცია შოვის ტრაგედიიდან მეათე დღესაც საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს - "გირჩი - მეტი თავისუფლების" ერთ-ერთი ლიდერი ცოტნე კობერიძე ხელისფლებისთან კითხვები აქვს, თუ რატომ მივიდა ტრაგედიის ადგილზე ვერტმფრენი დაგვიანებით და ჰქონდა თუ არა სათანადო რესურსი შესაბამის უწყებებს ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად.
იყო თუ არა ეს საუკეთესო ქცევის ფორმულა, როგორც ჩვენ მოვიქეცით, ამაზე უმეტესად მოქცევა შეგვიძლია, თუ არა. პასუხი, რომ ჩვენ მოვიქეცით საუკეთესოდ და არაფერში პრობლემა არ ყოფილა, შიშს გვიჩენს იმისა, რომ ხვალაც რომ იგივენაირად მოხდეს, ე.ი იგივენაირად ვიქნებით მზად და იგივენაირი შედეგები გვექნება. დროის ფაქტორის უგულებელყოფა, რომ რა მნიშვნელობა აქვს იქ ერთ საათში იქნებოდა ვერტმფრენი თუ ორ საათში, რა მნიშვნელობა აქვს დამატებითი ტექნიკა ექნებოდათ, თუ არა, მაშინ რაღას აქვს მნიშვნელობა, თუ დროს არა. ამაზე მჭირდება ცხადია პასუხები, თუ რა იქნებოდა მეტად ეფექტურად მოქცევის ფორმები."
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.