ეს არის რუსული პროვოკაცია - დათუნაშვილი პრემიერის ჩინური ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუზე

12.08.23 12:16
ეს არის რუსული პროვოკაცია - დათუნაშვილი პრემიერის ჩინური ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუზე

საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ ჩინური ცენტრალური ტელევიზიისთვის მიცემული ინტერვიუ დღეს განხილივის მთავარ ამბად იქცა.

"ლელოს" წევრი თაზო დათუნაშვილი რუსულ პროვოკაციას უწოდებს ღარიბაშვილის ინტერვიუს და ამბობს, რომ დაუშვებელია იმ ჩინური კომპანიების ოპერირება ანაკლიის პორტში, რომლებიც რიკოთის უღელტეხილის მშენებლობაზე ოპერირებენ.

ეს არის რუსული პროვოკაცია პირდაპირ ვიტყვი, რუსული მცდელობა, "ქართული ოცნების", როგორც რუსეთის წარმომადგენლის საქართველოში, მცდელობა რომ საქართველო დაალაგოს აი ამ ეგრედწოდებული შანხაის შეთანხმების ქვეყნებთან ერთად.  ცალსახად არ გვინდა ისეთი კომპანიების  ოპერირება, მაგალითად ანაკლიის პორტში, როგორი კომპანიენიც ოპორირებენ რიკოთის უღელტეხილის მშენებლობაზე. იმიტომ რომ, ანაკლია ნამდვილად სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტია ამ ქვეყნისთვის და იგივე შეცდომა არ უნდა დავუშვათ" - ამბობს თაზო დათუნაშვილი.

 ირაკლი ღარიბაშვილმა სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები ჩინურ კომპანიებს მიანდო.  ღარიბაშილმა საქართველოს კარი ჩინური კომპანიებისთვის  ფაქტრობივად  სრულად გახსნა და ჩინეთი ჩვენი ქვეყნის სტარეგიულ პარტნიორად გამოაცხადა.

27 წუთიანი ინტერვიუ, ოკუპირებული ქვეყნის მთავრობის მეთაურმა ისე დაასრულა, რომ არც ერთი სიტყვა უხსენებია ოკუპაციაზე, რუსულ აგრესიასა და საქართველოს ევროინტეგრაციაზე. 

მსგავსი სიახლეები