ღარიბაშვილმა ჩინური კომპანიებისთვის საქართველოს კარი ღიად გამოაცხადა - 27 წუთიანი ინტერვიუ და არცერთი სიტყვა ოკუპაციაზე
ირაკლი ღარიბაშვილმა სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები ჩინურ კომპანიებს მიანდო. ღარიბაშილმა საქართველოს კარი ჩინური კომპანიებისთვის ფაქტრობივად სრულად გახსნა და ჩინეთი ჩვენი ქვეყნის სტარეგიულ პარტნიორად გამოაცხადა.
27 წუთიანი ინტერვიუ, ოკუპირებული ქვეყნის მთავრობის მეთაურმა ისე დაასრულა, რომ არც ერთი სიტყვა უხსენებია ოკუპაციაზე, რუსულ აგრესიასა და საქართველოს ევროინტეგრაციაზე.
საქართველოს ბუნებრივად აქვს შესაძლებლობა და პოტენციალი, რომ პოციზიონირება მოახდინოს როგორც ჰაბმა. მხედველობაში მაქვს ტრანსპორტისა და ლოგისტიკური ჰაბი ან ენერგეტიკული ჰაბი, ან ავიაციის ჰაბი. ჩვენ ასევე გვინდა ახალი აეროპორტის მშენებლობა დავიწყოთ, საუბარია მსოფლიო კლასის საერთაშორისო აეროპორტზე. თუნდაც, ჩინურ საავიაციო კომპანიებს შეიძლება ჰქონდეთ ტერმინალები და სხვა შესაძლებლობები. მიმაჩნია, რომ ეს არის სარტყლისა და გზის ინიციატივის ფარგლებში. შუა დერეფანი ძალიან მნიშვნელოვანია. ახლო მომავალში ის იქცევა ძალიან საინტერესო ალტერნატიულ მარშრუტად". - განაცხადა პრემიერმა.
პრემიერმა ფსონი ბოლომდე ჩინეთზე დადო, მშვიდობის გარანტად კი ჩინეთის პრეზიდენტი გამოაცხადა.
პრეზიდენტი სი ძინპინი ჭეშმარიტად სამაგალითო ლიდერია. ის მასშტაბური ხედვის მქონე, ბრძენი ადამიანია, რომელმაც დიდი საქმეები აკეთა თავისი დიდი ერისთვის. ორმხრივი შეხვედრისას ვისაუბრეთ გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობის, მმართველობისა და სხვა ინიციატივების შესახებ, რომლებიც ჩინეთიდან და პრეზიდენტ სი ძინპინისგან მოდის.
პრეზიდენტ სი ძინპინის ინიციატივები, ვიტყოდი, ჭეშმარიტად გამორჩეულია. მიმაჩნია, რომ ეს ინიციატივები შთაგონების წყარო იქნება ბევრი ერისა და ქვეყნისთვის
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.