პრემიერმა ჩინური ქარგვის ხელოვნებაზეც კი ისაუბრა, მაგრამ არაფერი უთქვამს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეზე - ჩიხლაძე
პრემიერმა ჩინური ქარგვის ხელოვნებაზეც კი ისაუბრა, მაგრამ არაფერი უთქვამს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეზე - ასე ეხმაურება ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ჩინური ცენტრალური ტელევიზიისთვის მიცემულ 27 წუთიან ინტერვიუს "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრი სერგო ჩიხლაძე.
ჩიხლაძე ამბობს, რომ ღარიბაშვილის ამოცანა არ არის საქართველო და ქვეყანა არ არის მისი ზრუნვის ობიექტი.
საქართველოს პრემიერმა ისაუბრა ყველაფერზე, ჩინური ქარგვის ხელოვნებაზეც კი, მაგრამ არ ისაუბრა საქართველოზე, ქართველებზე, საქართველოს ეროვნულ ინტერსებზე, საფრთხეებზე, რომელიც რუსეთიდან მომდინარეობს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ საქართველოს პრემიერ მინისტრის, ღარიბაშვილის ამოცანა არ არის საქართველო, არ არის ზრუნვის ობიექტი, არ არიან ადამიანები, არ არიან საქართველოს მოქალაქეები" - ამბობს ჩიხლაძე.
ირაკლი ღარიბაშვილმა სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები ჩინურ კომპანიებს მიანდო. ღარიბაშილმა საქართველოს კარი ჩინური კომპანიებისთვის ფაქტრობივად სრულად გახსნა და ჩინეთი ჩვენი ქვეყნის სტარეგიულ პარტნიორად გამოაცხადა.
27 წუთიანი ინტერვიუ, ოკუპირებული ქვეყნის მთავრობის მეთაურმა ისე დაასრულა, რომ არც ერთი სიტყვა უხსენებია ოკუპაციაზე, რუსულ აგრესიასა და საქართველოს ევროინტეგრაციაზე.
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.