რა გაკეთდა, რა არ გაკეთდა, ამაზე პირადად ვაპირებ მწვავე დისკუსიას ხელისუფლებასთან - მელია რაჭაში ჩავიდა

12.08.23 15:06
რა გაკეთდა, რა არ გაკეთდა, ამაზე პირადად ვაპირებ მწვავე დისკუსიას ხელისუფლებასთან - მელია რაჭაში ჩავიდა

რაჭაში გლოვაა - სტიქიას შეწირული ახალგაზრდების სამოქალაქო პანაშვიდზე ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია ჩავიდა.

მელიამ კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან და თქვა, რომ როდესაც ამის დრო მოვა, რა გაკეთდა, რა არ გაკეთდა შოვის ტრაგედიის დაწყების პირველი წუთიდან დღემდე, ამაზე პირადად ისაუბრებს ხელისუფლებასთან.

დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე თვლის დღეს თავს ჭირისუფლად. სადაც შესაძლებლობა მეძლევა, მართლაც, აი ადამიანურად ვგრძნობ თავს ვალდებულად, რომ იქ მივიდე. მართლაც, რომ ეს არის ეროვნული ტრაგედია. ტრაგედია, რომლისგანაც დაზღვეული არასდროს არ ვიქნებით, არც მომავალში, მაგრამ, ვფიქრობ, შეიძლება რისკების მინიმალიზირება, როდესაც ეს ვნებათაღელვა ტრაგიკული, მისი პირველი ეტაპი გადაივლის, მთელი ერი უნდა შევთანხმდეთ, რა შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ ასე, ერთი ხელის მოსმით, უამრავი სიცოცხლე აღარ შეეწიროს 21-ე საუკუნეში, თუნდაც სტიქიურ უბედურებებს. დღეს შესაძლებელია ამ გამოწვევებს სახელმწიფო უკეთესად შეხვდეს. რა გაკეთდა, რა არ გაკეთდა, რა შეიძლება უკეთესად გაკეთებულიყო. ამაზე მსჯელობა აუცილებლად გაიხსნება, მე პირადად ვაპირებ ძალიან მწვავე დისკუსიას ხელისუფლებასთან, მას შემდეგ, როდესაც ამის დრო მოვა."- განაცხადა ნიკა მელიამ.

რაჭაში გლოვაა - სტიქიის შედეგად გარდაცვლილები უკანასკნელ გზაზე გააცილეს. დღეს გუტაშვილები დაკრძალეს. მეგი და გიგი -  ერთი ოჯახის ორი წევრი შოვში დატრიალებულ ტრაგედიას ემსხვერპლნენ. სტიქიის ზონაში გუტაშვილების ოჯახიდაან ცხრა წევრი მოყვა. თუმცა ამ დრომდე დაკარგულების კვალზე მაშველები ვერ გადიანნ. შოვშიი სამძებრო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიდის.  ტრაგედიიდან მეათე დღეს, შემთხვევის ადგილიდან 54 კილომეტრშიი ცხრა ადამიანს ეძებენ. 

მსგავსი სიახლეები