შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის არმოწერა შეცდომაა - საპარლამენტო ოპოზიცია

31.05.21 15:34
შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის არმოწერა შეცდომაა - საპარლამენტო ოპოზიცია

მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიცია ,,ენმ"-ს პარლამენტში შესვლით კმაყოფილია, თუმცა ამბობენ, რომ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის არმოწერა შეცდომაა. მათი თქმით, შეთანხმებაზე უარის თქმა საქართველოს ევროატლანტიკური კურსისთვის დამაზიანებელია. 

შარლ მიშელის დოკუმენტი პირველ რიგში, მეგობრობას და პარტნიორობას გულისხმობს. ბუნებრივია, შეიძლება იყოს რაღაც დეტალი, რომელიც ვინმეს არ მოსწონდეს და ეს ძალიან მარტივია, უბრალოდ, არ მიიღებენ კანონის მიღებაში მონაწილეობას, ან შენს ვარიანტს შესთავაზებ, მაგრამ თვითოინ ეს ფაქტი, რომ ისინი ხელს არ აწერენ, მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ევროკურსისთვის არის დამაზიანებელი, -ამბობს მამუკა ხაზარაძე.

შეცდომად მიაჩნია დოკუემნტზე ხელის არ მოწერა „სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრს, პაატა მანჯგალაძესაც. 

კარგია, საბოლოოდ, ჩვენმა არჩეულმა საღი აზრის ლოგიკამ გაიმარჯვა და „ნაციონალური მოძრაობა“ შემოდის პარლამენტში. ჩვენ გვაქვს ჩვენი პოლიტიკური დღის წესრიგი, ყველა პარტიას აქვს თავისი პოლიტიკური დღის წესრიგი, თავისი პასუხისმგებლობა. რა თქმა უნდა, ხელის მოწერა, თუ მეკითხებით, სწორია თუ არა, მიმაჩნია, რომ არის შეცდომა დოკუმენტზე ხელის არმოწერა, - ამბობს  მანჯგალაძე. 
 

მსგავსი სიახლეები