"შეგნებული ეკონომიკური და მიმდინარე პოლიტიკური რელსი" - ეკონომისტები ღარიბაშვილის ინტერვიუზე

12.08.23 17:22
"შეგნებული ეკონომიკური და მიმდინარე პოლიტიკური რელსი" - ეკონომისტები ღარიბაშვილის ინტერვიუზე

ეკონომისტები ირაკლი ღარიბაშვილის ჩინურ ცენტრალურ ტელევიზიასთან ინტერვიუს აფასებენ და პირდაპირ ამბობენ, რომ მსოფლიოს ახალ დღის წესრიგში საქართველომ არასწორი მიმართულება აირჩია, ვინაიდან საქართველო დადგა არა ამერიკისა და ევროპის მხარეს, არამედ საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია ჩინური და რუსული ეკონომიკა. 

ეკონომისტები ფიქრობენ, რომ მთავრობის მეთაურის ინიციატივა ქვეყნის ინტერესებისთვის დამაზიანებელი იქნება. 

დღევანდელ რეალობაში, როდესაც თანამედროვე მსოფლიო და მისი ეკონომიკური კონიუქტურა ნაწილდება სხვადასხვა პრინციპით, საქართველო აღრმავებს ურთიერთობას ქვეყანასთან, რომელთანაც ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია, მათ შორის, სანქციების გვერდის ავლის კუთხით თანამედროვე ცივილური მსოფლიოსთვის, ზუსტად რუსეთის მხარდაჭერაზე.

ეს არის შეგნებული ეკონომიკური და მიმდინარე პოლიტიკური რელსი, ვინაიდან თანამედროვე რეალობაში მსოფლიოში ყალიბდება ახალი წესრიგი. ახალ წესრიგში, სამწუხაროდ, საქართველო ვერ აღმოჩნდა ევროპისა და ამერიკის გვერდით და აღმოჩნდა ისეთი ქვეყნები, როგორიც არის: ბელარუსი, რუსეთი, ჩინეთი, ირანი და ა.შ ეს მოგვიტანს საშუალო და გრძელვადიან პერიოდში საკმაოდ ნეგატიურ რესურსებს და გავლენას, ვინაიდან ქვეყანას თუ აქვს იმის ამბიცია, რომ იყოს ლოჯისტიკური ჰაბი, იყოს ერთ-ერთი მთავარი გამტარი აზიასა და ევროპას შორის, ჯერ უნდა იყო ევროპასთან დაახლოებული, შემდეგ კი - აზიასთან." - განაცხადა ეკონომისტმა ოთარ აბესაძემ.

მსგავსი სიახლეები