პრემიერობის ორ ვადას შორის, ღარიბაშვილი დასაქმებული იყო ჩინურ კომპანიაში, შესაბამისად, იგი დაინტერესებული მხარეა - გეგელია
პრემიერ-მინისტრი არამარტო რუსეთის მსახური, არამედ ჩინეთის ლობისტია - ასე აფასებს "ლელოს" წევრი გრიგოლ გეგელია ირაკლი ღარიბაშვილის ჩინური ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუს.
გეგელია ამბობს, რომ პრემიერობის ორ ვადას შორის, ღარიბაშვილი დასაქმებული იყო ჩინურ კომპანიაში, შესაბამისად, "ლელოს" წევრის თქმით, პრემიერი დაინტერესებული მხარეა.
გეგელია ასევე საუბრობს მოსალოდნელ სააფრთხეებზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის შესახებაც და ამბობს, რომ თუ მას საქართელო ჩინეთს ხელში ჩაუგდებს, ეს იქნება უდიდესი დარტყმა არამარტო ქართული ეკონომიკისთვის, არამედ, ჩვენი ეროვნული და შავი ზღვის აუზის უსაფრთხოებისთვის.
ჩინური ტელევიზიისთვის მიცემული ინტერვიუ კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი არამარტო რუსეთის მსახური, არამედ ჩინეთის ლობისტია. ღარიბაშვილი ღიად აქებს და მხარს უჭერს ისეთ ჩინურ ინიციატივებსა და ინსტიტუტებს, რომლებსაც ჩინეთი დასავლეთის საპირწონე ალტერნატიული „ჩინური მსოფლიოს“ შესაქმნელად იყენებს. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ჩვენი სახელმწიფოს ტრადიციულ საგარეო და უსაფრთხოების კურსს. ამავე დროს, ეს ეწინააღმდეგება საქართველოს ყველა ძირითადი სტრატეგიული პარტნიორის მიზნებს. ეს ღარიბაშვილს არ ადარდებს. პრემიერობის ორ ვადას შორის, ღარიბაშვილი დასაქმებული იყო ჩინურ კომპანიაში, შესაბამისად, იგი დაინტერესებული მხარეა - ღარიბაშვილის ინტერესია დიდძალი ფულის გამომუშავება საქართველოს ეროვნული ინტერესების ხარჯზე და მათ საწინააღმდეგოდ.
სწორედ ამის ნაწილია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტიც, საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტი, რომელსაც ხელისუფლება აშკარად ჩინეთს ჩაუგდებს ხელში. ეს იქნება უდიდესი დარტყმა არამარტო ქართული ეკონომიკისთვის, არამედ, ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისა და შავი ზღვის აუზის უსაფრთხოებისთვის. რასაკვირველია, ამას მოჰყვება შესაბამისი გამოხმაურება დასავლეთიდან და მკვეთრად ნეგატიურად აისახება საქართველოს ევროპულ და შესაძლოა კიდევ უფრო მეტად ატლანტიკურ ინტეგრაციაზე. დღეს ქართველი ხალხის უმთავრესი პრიორიტეტი უნდა იყოს რუსეთის მსახური და ჩინეთის ლობისტი ხელისუფლების სასწრაფოდ დამარცხება, საქართველოზე პრო-ქართული კონტროლის აღსადგენად და ჩვენი ქვეყნის სამშვიდობოზე გასაყვანად. ამ ქვეყნის ადგილი ევროკავშირსა და ნატო-შია და ჩვენ ამას მივაღწევთ“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.