მონიტორინგის სისტემის ეფექტიანობის ზრდა აუცილებელია - სარჯველაძე

12.08.23 18:14
მონიტორინგის სისტემის ეფექტიანობის ზრდა აუცილებელია - სარჯველაძე

შოვის ტრაგედიიდან მეათე დღეს, "ოცნების" წევრი და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ ქვეყანაში მონიტორინგის სისტემის ეფექტიანობის ზრდა აუცილებელია.

ამის შესახებ სარჯველაძემ ცოტა ხნის წინ კომენტარი შოვში ჟურნალისტებთან გააკეთა.

უმრავლესობის წევრი ასევე აცხადებს, რომ მსგავსი ტრაგედიებისგან სრულ დაზღვევას ვერც მონიტორინგის სისტემა უზრუნველყოფს.

სისტემა, რომელიც განსაზღვრულია საიმისოდ, რომ პრევენცია და დეტექცია მოხდეს ასეთი სტიქიური უბედურებებისა, ასეთი სისტემა არსებობს დღემდე, თუმცა მისი ეფექტიანობის ზრდა, რასაკვირველია, აუცილებელია. ეს არ არის სისტემა, რომელიც, თუნდაც ევროპულ სახელმწიფოებში და სხვა ნებისმიერ ადგილას აბსოლუტურად აზღვევდეს მსგავს ინციდენტებს და მსგავსი ტრაგედიებისგან სრულ დაზღვევას ეს ვერ უზრუნველყოფს, მითუმეტეს იმის გათვალისიწინებით, რომ ... აი მოულოდნელზე მეტად გაიზარდა მაგალითად ის მავნე რეზულტატები, რომელიც მოაქვს გლობალურ დათბობას. ერთის მხრივ გვმართებს ინტენსიური მუშაობა, ამ დრომდეც კეთდებოდა ის ბულეტენი, რომელზეც რამდენიმე დღის წინ იყო საუბარი და ამაზე რა თქმა უნდა მუშაობს შესაბამისი სამინისტრო და ბუნებრივია, რომ იმის კვალდაკვალ, რაც შეიძლება ტექნოლგიური განვითარება არსებობდეს, ჩვენი ქვეყნის ფარგლებში ყველაფერი ეს ბუნებრივია, რომ მიმდინაეობს". - ამბობს მიხეილ სარჯველაძე. 

მსგავსი სიახლეები