2020 წელს, რაჭის მოსახლეობის თხოვნა რომ გაეთვალისწინებინათ და მეორე მხარეც გაემაგრებინათ, ადამიანები გადარჩებოდნენ - სირაძის სკანდალური განცხადება

12.08.23 18:54
2020 წელს, რაჭის მოსახლეობის თხოვნა რომ გაეთვალისწინებინათ და მეორე მხარეც გაემაგრებინათ, ადამიანები გადარჩებოდნენ - სირაძის სკანდალური განცხადება

რაჭის ყოფილმა გუბერნატორმა ოთარ სირაძემ "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში, "რუსუდან დუმბაძის დღის ამბებში" სკანდალური განცხადება გააკეთა და თქვა, რომ 2020 წელს, როდესაც მდინარე ბუბამ პირველი სტიქიური ნიშნები გამოაჩინა, მაშინ რაჭის მოსახლეობის თხოვნის მიუხედავად, გამაგრებითი სამუშაოები მხოლოდ სანსეტ შოვის მხარეს გაკეთდა, მეორე მხარე კი ისე დატოვეს.

სირაძე პირდაპირ ამბობს, რომ მაშინ, ხელისუფლებას მოსახლეობის მუდარა რომ გაეთვალისწინებიდა დ ამეორე მხარე გაემაგრებინა, ლოდები ცოტახნით მაინც შეაკავებდა მოვარდნილ მასას და ადამიანებიც შეძლებდნენ ევაკუაციას.

2020 წელს, როდესაც პირველი სტიქიური ნიშნები გამოაჩნა მდინარე ბუბამ, ასულები იყვნენ იმდროინდელი გუბერნატორი, ონის მერი საბანაძე, მოქმედი დეპუტატი გოჩა ენუქიძე და დაიგეგმა სამუშაოები, რომელიც უზრუნველყოფდა მომავალში ამ ტრაგედიის თავიდან არიდებას. სინამდვილეში რა მოხდა. გააკეთეს სამუშაოები ერთ მხარეს - სანსეტ შოვის მხარეს, კარგია რომ გააკეთეს, რადგან ამ ორ ტონიანმა ლოდების ყრილმა დაიცვა რეალურად სანსეტ შოვი და ამან გადაარჩინა ბევრი ადამიანი სიკვდილს, მაგრამ იგივე ტიპის სამუშაოებს რომ სოფელი ითხოვდა, იგივე გელა გუტაშვილი რომ ითხოვდა მთელი 3 წლის განმავლობაში, ტან ქვაც მიტანილი იყო და ტექნიკაც იქ იყო, მაშინ რომ მომხდარიყო იგივე სამუშაოების მეორე მხარეს გაკეთება, ამ სტიქიური უბედურების დროს ამ ორ-სამ ტონიანი ქვების მასას შეეძლო შეეკავებინა ეს მოვარდნილი მასა და ადამიანებს შესაძლებლობა ექნებოდა თვითევაკუაციის. ვინაიდან ხელისუფლებამ არ იზრუნა რომ თავის დროზე იქ დაეყენებიან ადრეული შეტყობინებების სისტემები, 2018 წელს გარემოს დაცვის მინისტრმა შეგვპირდა და მოიტყუა რომ იქ დააყენებდნენ ამ მონიტორინგის სისტემს და ეს ადამიანი მინისტრი არ უნდა იყოს საერთოდ, 70 მილიონი აქვთ მიღებული ევროპიდან ამ მონიტორინგის სისტემის დაყენებისთვის". - განაცხადა სირაძემ.

სირაძის თქმით, მაშინ, ამ სამუშაოებში უშიშროების სამსახურის უფროსი ლევან ჯმუხაძე ჩაერია და სწორედ მან გამოიყვანა ტექნიკა ადგილიდან ხელისუფლების დავალებით, რათა მეორე მხარეს არ მომხდარიყო გამაგრებითი სამუსაოებსი ჩატარება, რასაც სოფელი მოითხოვდა.

როდესაც ამ სამუშაობეს აწარმოებდნენ, როდესაც იქ სანსეტის გამაგრებას მორჩნენ, გელა გუტაშვილი ეუბნებოდა ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ ეს იქნებოდა დამღუპველი, თუ ზემოდან ნიაღვარი წამოვიდოდად ა ზუსტად ისე მოხდა და სთხოვდა ამ სამუშაოების გაგრძელებას. არ გააკეთეს და ამბროლაურიდან უშიშროების სამსახურის უფროსი ლევან ჯმუხაძე რატო უნდა ერეოდეს, ინფრასტრუქტურის წარმომადგენელია, თუ გარემოს წარმოამდგენელია? ავიდა და ის სპეც-ტექნიკა, რაც იქ მუშაობდა, წამოიყვანა და თქვა, მე უფროსობამ დამავალაო. ანუ, პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნა მიღებული, რომ ის არ უნდა გაეკეთებინათ იქ. აი რატომ არ უნდაა გაეკეტებინათ ეს არ ვიცი. არ ელოდებოდნენ ასეთ ტრაგედიას, მიაფუჩეჩეს, თუ არ ვიცი რა იყო. ეხლა საქმე რომ არის აღძრული ისეთი მუხლით, რომელიც არავის და არაფერს არ გამოავლენს, საქმე უნდა ყოფილიყო აღძრული მარალი თანამდებობის პირების სამსახურეობრივ გულგრილობაზე, რასაც მოჰყვა დიდი ოდენობით მსხვერპლი". - განაცხადა ოთარ სირაძემ. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები