სტიქია რაჭაში - მაშველებმა სხეულის ფრაგმენტები იპოვეს
სტიქია რაჭაში - მეწყრულ ზონაში მაშველებმა სხეულის ფრაგმენტები იპოვეს.
ნაპოვნია სხეულის ფრაგმენტები. ბოლო 24 საათის განმავლობაშიც იყო სხეულის ფრაგმენტი ნაპოვნი, თუმცა, ღამის განმავლობაში რაიმე ცვლილება არ ყოფილა,“ - ამბობს ონის მერი სერგი ხიდეშელი.
შოვში მომხდარი სტიქიიდან თერთმეტი დღე გავიდა. სტიქიას 24 ემსხვერპლა, 9 მოქალაქეს ამ დრომდე ეძებენ. გაზრდილია სამძებრო-სამაშველო არეალი მდინარე ჭანჭახისა და რიონის მიმდებარე ტერიტორიაზე. ძებნაში თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობა ჩაერთო.