შოვში ერთ-ერთი დაღუპული სოფო ბაკურაძეა
შოვში ერთ-ერთი დაღუპული სოფო ბაკურაძეა. ბაკურაძის ცხედარს ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროდან სოფელ გლოლაში დღეს გადაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება.
სოფო ბაკურაძე შოვში, კოტეჯებში მუშაობდა. მას 4 წლის შვილი, ლუსი დარჩა.
შოვში მომხდარი სტიქიიდან თერთმეტი დღე გავიდა. სტიქიას 24 ემსხვერპლა, 9 მოქალაქეს ამ დრომდე ეძებენ. გაზრდილია სამძებრო-სამაშველო არეალი მდინარე ჭანჭახისა და რიონის მიმდებარე ტერიტორიაზე.