"დაემატა სამუშაოებს ნავები, გაზრდილია არეალი" - ბოლო ცნობები შოვიდან
შოვში მეწყრულ ზონაში 9 მოქალაქეს ეძებენ. როგორც ონის მერი, სერგი ხიდეშელი ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნავს, გაზრდილია სამძებრო-სამაშველო არეალი.
არსებული მონაცემებით, 24 მოქალაქე არის გარდაცვლილი. აქედან 20 არის იდენტიფიცირებული, ხოლო 9 მოქალაქის საძიებო-სამაშველო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ჩართულია ყველა უწყება. ასევე, დაემატა სამუშაოებს ნავები, გაზრდილია არეალი - როგორც მდინარე ჭანჭახის ხეობაში, ასევე მნდინარე რიონის ხეობაში ხდება საძიებო სამუშაოები,“ - ამბობს სერგი ხიდეშელი.
შოვში მომხდარი სტიქიიდან თერთმეტი დღე გავიდა. სტიქიას 24 ემსხვერპლა, 9 მოქალაქეს ამ დრომდე ეძებენ. გაზრდილია სამძებრო-სამაშველო არეალი მდინარე ჭანჭახისა და რიონის მიმდებარე ტერიტორიაზე.