სუს-ის ხელმძღვანელს დაავალეს სპეცტექნიკის ბუბას ხეობიდან გაყვანა - სირაძე მთავრობის პასუხისმგებლობაზე საუბრობს
სამსახურეობრივი გულგრილობა თუ დანაშაული? - რა მოხდა შოვში და შეიძლებოდა თუ არა ტრაგედიის თავიდან აცილებაა - რაჭის ყოფილი გუბერნატორი „ოცნების“ ხელისუფლებას მძიმე ბრალდებებს უყენებს.
ოთარ სირაძე „ტვ პირველის“ ეთერში ამბობს, რომ 2020 წელს, როდესაც მდინარე ბუბამ პირველი სტიქიური ნიშნები გამოაჩინა, მაშინ რაჭის მოსახლრობის თხოვნის მიუხედავად, გამაგრებითი სამუშაოები მხოლოდ „სანსეტ შოვის“ მხარეს გაკეთდა, მეორე მხარე კი ისე დატოვეს.
სირაძე ამტკიცებს, რომ ადგილობრივები ხელისუფლებას დახმარებას თხოვდა, თუმცა სამუშაოებში უშიშროების სამსახურის უფროსი ლევან ჯმუხაძე ჩაერია და ადგილიდან ტექნიკა ხელისუფლების დავალებით გაიყვანა.
ფაქტია, რომ 2020 წელს, მაშინ, როდესაც მდინარე ბუბამ სტიქიის პირველი ნიშნები გამოავლინა, ადგილზე ასული იყვნენ მაღალი თანამდებობის პირები -0 მოქმედი დეპუტატი, გუბერნატორი, ონის მერი - ნახეს იქ ვითარება, დაგეგმეს სამუშაოები, გააკეთეს მხოლოდ ბუბას მარჯვენა მხარეს სანსეტ შოვის გამაგრება. მეორე მხარეს სამუშაოები არ განახორციელეს, ფაქტია ეს, რომ ხელისუფლებამ იცოდა არსებული პრობლემის შესახებ და ნაწილობრივ მოაგვარა. რატომ არ გააკეთეს მეორე მხარეს, სრულიად წარმოუდგენელია, სუს-ის ხელმძღვანელს დაავალეს სპეცტექნიკის იქიდან გამოყვანა, რა შუაში იყო იმდროინდელი სუს-ს ხელმძღვანელი, ლევან ჯმუხაძე, რომელიც ახლა ქართულ ოცნებას ამბროლაურის საკრებულოში წარმოადგენს,“ - ამბობს სირაძე.
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.