სასწრაფოში ექიმების დეფიციტია - სამედიცინო დახმარების ცენტრი ექთნებს, უმცროსი ექიმებსა და მძღოლებს ეძებს
სასწრაფოში ექიმების დეფიციტია - სამედიცინო დახმარების ცენტრში ახალ კადრებს ეძებენ.
ვაკანსიები ერთი მეორის მიყოლებით ქვეყნდება - სჭირდებათ ექთნები, უმცროსი ექიმები და მძღოლებიც. ამ ინფორმაციას ცენტრიდან გათავისუფლებული მედიკოსები აქვეყნებენ. ადამიანები, ვინც რეპრესების ქვეშ მას შემდეგ მოექცნენ, რაც შრომის ადამიანური პირობების შექმნასა და ხელფასების მატებას ითხოვდნენ.
სასწრაფოდან ძველი კადრები ჯერ კიდევ თვეების წინ იმ მიზეზით გაუშვეს, რომ თითქოს ისინი გამოცდაში ჩაიჭრნენ. ამ მიდგომას დასჯად აფასებენ მედიკოსები და ბრძოლის გაგრძელებას აანონსებენ.
მსგავსი სიახლეები
03.08.26 16:52
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.