"სტაჟირების გავლის გარეშე უშვებენ პაციენტთან" - რა ხდება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში

13.08.23 11:34
"სტაჟირების გავლის გარეშე უშვებენ პაციენტთან" - რა ხდება სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში

კადრების დეფიციტი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში - ცენტრიდან გათავისუფლებული თანამშრომლები იმ უსამართლობაზე საუბრობენ, რაც სამეციდინო დახმარების ცენტრში ხდება.

"პირველებთან" ყოფილი ექიმები და ექთნები ყვებიან, რომ კადრების დეფიციტის გამო, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში გადამზადების და ტრენინგის გარეშე აყავთ ახალი კადრები და მომზადების გარეშე უშვებენ გამოძახებებზე პაციენტებთან.

ჩამოყავთ რეგიონებიდან ჩაჭრილი ექთნები, გვარს და სახელებს არ დავასახელებ და ამუშავებენ, რადგან სერიოზული დეფიციტია. დეფიციტი შეიქმნა იქიდან გამომდინარე, რომ მასიურ რეპრესირებას ახდენს დამსაქმებელი, მასიურად ათავისუფლებს თანამშრომლებს, მაგრამ ათავისუფლებს იმათ, ვისი ინტერესიც აქვთ, არიან ადამიანები, ვისაც გამოცდა არ აქვს ჩაბარებული, მაგრამ არ ათავისუფლებთ, არიან ადამიანები, ვისაც საერთოდ არ აქვთ ეს გამოცდა ჩაბარებული. ჩვენ ყოველ 2 წელში ერთხელ ვაბარებდით გამოცდას, მაგრამ ამ ეტაპზე ისე მოხდა, რომ აღარ ჩაგვაბარებინეს. ამ გამოცდის ჩაბარება არის შეუძლებელი, თუ მათ არ უნდათ. პროცედურულად ისეა, რომ ყველაფერს ისე გააკეთებენ, რომ გამოცდას ვერ ჩააბარებ. არც გამოსაცდელი ვადა არ აქვთ, პირდაპირ გადიან გამოძახებებზე. ადრე ასე არ მომხდარა, რომ კადრი მიეღოთ მასირად, სტაჟირების გარეშე. სასამართლოში გავასაჩივრეთ ეს,“ - ამბობს სასაწრაფოს ყოფილი თანამშრომელი.

მიზანმიმართულად ის ხალხი, ვინც, თუნდაც იღებდა ხალხს დ საკუთარ აზრს გამოთქვამდა, გაუშვეს. მასიურად იღებენ კადრებს, რომლესაც სტაჟირებასაც კი არ ატარებენ, უშვებენ პაციენტთან,“ - ამბობს ამბობს სასაწრაფოს ყოფილი თანამშრომელი.

სასწრაფოში ექიმების დეფიციტია - სამედიცინო დახმარების ცენტრში ახალ კადრებს ეძებენ. ვაკანსიები ერთი მეორის მიყოლებით ქვეყნდება - სჭირდებათ ექთნები,  უმცროსი ექიმები და მძღოლებიც. ამ ინფორმაციას ცენტრიდან გათავისუფლებული მედიკოსები აქვეყნებენ. ადამიანები, ვინც რეპრესების ქვეშ მას შემდეგ მოექცნენ, რაც შრომის ადამიანური პირობების შექმნასა და ხელფასების მატებას ითხოვდნენ.

მსგავსი სიახლეები