რაჭის ყოფილი და მოქმედი გუბერნატორი, დეპუტატი, ყოფილი მერი - სირაძე სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე გამოძიებას ითხოვს

13.08.23 11:44
რაჭის ყოფილი და მოქმედი გუბერნატორი, დეპუტატი, ყოფილი მერი - სირაძე სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე გამოძიებას ითხოვს

სტიქია რაჭაში - ყოფილი გუბერნატორი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში, ოთარ სირაძე შოვში დატრიალებული ტრაგედიის საქმეზე მუხლის გადაკვალიფიცირებას ითხოვს.

სირაძის მტკიცებით, შოვში შესაძლო სტიქიის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივ ხელისუფლებას ჯერ კიდევ 2020 წელს ჰქონდა, ოდესაც მდინარე ბუბამ სტიქიის პირველი ნიშნები გამოავლინა. სირაძე "პირველებთან" იხსენებს, რომ სტიქიის შემდეგ, ადგილზე ავიდნენ მაშინდელი მაღალი თანამდებობის პირები, დაიწყეს მდინარე ბუბას გამაგრებითი სამუშაოები, თუმცა, ეს მხოლოდ ერთ მონაკვეთზე მოხდა და სპეცტექნიკას მუშაობის გაგრძელების საშუალება მაშინდელმა სუს-ის უფროსმა ლევან ჯმუხაძემ არ მისცა. 

სირაძე ითხოვს, რომ სწორედ ამ კუთხით წავიდეს გამოძიება და დადგეს კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი. 

ორი მუხლით არის საქმე აღძრული, ეს არის მუხლები, რომელიც ვერავის პასუხისმგებლობას ვერ გამოკვეთას. რაც ფაქტია, მაღალი თანამდებობის პირები - ყოფილი გუბერნატორი, მოქმედი გუბერნატორი, ყოფილი ონის მერი, საბანაძე, მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი - ამ ხალხის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დაეყენებინა გამოძიებას და უნდა დაწყებულიყო გამოძიება მაღალი თანამდებობის პირების მიერ სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, რომელსაც მოჰყვა დიდი ოდენობის მსხვერპლი,“ - ამბობს სირაძე.

მსგავსი სიახლეები