ტრიბუნა გარეთ უფრო არ ჰქონდათ? რატომ შემოდიან? - ირაკლი ზარქუა ,,ენმ"-ზე

31.05.21 15:45
ტრიბუნა გარეთ უფრო არ ჰქონდათ? რატომ შემოდიან? - ირაკლი ზარქუა ,,ენმ"-ზე

„ქართული ცონების“ წევრი, ირაკლი ზარქუა, ,,ენმ"-ს პარლამენტში შესვლის გამო აკრიტიკებს. მმართველი გუნდის წევრის თქმით, ნაციონალები  საკანონმდებლო ორგანოში ხელფასებისა და თანამდებობებისთვის შედიან. ირაკლი ზარქუა ამბობს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“  საქმის კეთება არ უნდა, ტრიბუნა კი ქუჩაშიც ჰქონდათ. 

თუ ხელს არ აწერ, აბა, ბიუჯეტი დამტკიცებული გვაქვს, პრემიერიც, მთავრობაც გვყავს და აბა, რატომ შემოდიხარ, ხელფასებისთვის? მაშინ კეთილი ინებე და თქვი, დიახ, ჩვენ მოგვბეზრდა გარეთ წანწალი, გვინდა ხელფასები, გვინდა თანამდებობები და ამიტომ შემოვდივართ. დანარჩენი საფუძველი, მოტივი, მიზეზი არ აქვთ. ტრიბუნა? ტრიბუნა გარეთ უფრო არ ჰქონდათ? თუ საქმის კეთება არ უნდათ, თუ საარჩევნო პოლიტიკაზე არ იმუშავებენ, თუ ქვეყანა წინ წავიდეს, ამაზე არ იმუშავებენ, აბა, ყვირილი გარეთაც შეეძლოთ. შალიკო ყველაზე ჭკვიანი აღმოჩნდა  და ყველაზე ობიექტური, მე მგონი,არ შემოდის. აი, ფანჩატურის ბინადარი, - ამბობს ირაკლი ზარქუა.