სტიქიის ეპიცენტრში უკვე 60% მიწის მასის გადამოწმებულია საძიებო სამუშაოების მიზნით - მღებრიშვილი
მეწყერი რაჭაში - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, თემურ მღებრიშვილის ინფორმაციით, სტიქიის ეპიცენტრში მიწის მასის 60% გადამოწმებულია. მღებრიშვილის თქმით, ღამის განმავლობაში მაშველებს სამძებრო სამუშაოების დროს ცხედარი არ უპოვიათ, თუმცა, ნაპოვნია სხეულის კიდურები.
სტიქიის ეპიცენტრში უკვე 60% მიწის მასის გადამოწმებულია საძიებო სამუშაოების მიზნით. ასევე, მინდა მოგახსენოთ, რომ მდინარის კალაპოტებში 54 კილომეტრის მონაკვეთი, რომელიც არის ამბროლაურის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია, სადაც 18 ლოკაციაზე მიმდინარეობს წერტილოვანი გადამოწმებები," - განაცხადა მღებრიშვილმა.
შოვში მომხდარი სტიქიიდან თერთმეტი დღე გავიდა. სტიქიას 24 ემსხვერპლა, 9 მოქალაქეს ამ დრომდე ეძებენ. გაზრდილია სამძებრო-სამაშველო არეალი მდინარე ჭანჭახისა და რიონის მიმდებარე ტერიტორიაზე.