ადამიანის 4 ფრაგმენტია აღმოჩენილი, ეს არის კიდურის ნაწილები - მღებრიშვილი
"ადამიანის 4 ფრაგმენტია აღმოჩენილი, ეს არის კიდურის ნაწილები," - ეს განცხადება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა, თემურ მღებრიშვილმა გააკეთა.
მღებრიშვილის ინფორმაციით, დილის მონაცემებით, გარდაცვლილების სტატისტიკა შეცვლილი არ არის.
გარდაცვლილების სტატისტიკა არ შეცვლილა, დღეის მონაცემით 24 ადამიანია, 9 ადამიანის ძებნა მიმდინარეობს და ასევე, როგორც მოგახსენეთ, ადამიანის 4 ფრაგმენტია აღმოჩენილი, ეს არის კიდურის ნაწილები", - განაცხადა მღებრიშვილმა.