"საჭიროა სიგნალი", "რამდენი დაიღუპა - ჩემი შვილების ამხანაგები, ჩემი სოფლელები" - რაჭველების მიმართვა მთავრობას
სტიქია რაჭაში - ადგილობრივები ხელისუფლებას ადრეული გაფრთხილების სისტემის დამონტაჟებას სთხოვს. "პირველებთან" მოქალაქეები ამბობენ, რომ საჭიროა გამაფრთხილებელი სისტემა, რადგან ადგილობრივებმა სტიქიების დროს თავი უსაფრთხოდ იგრძნონ.
სტიქიის ზონაში მოქალაქეები ახლობლების ცხედრებს ისევ ეძებენ. ცხედრების ამოცნობა გართულებულია და ახლა ყველა დნმ-ის პასუხის მოლოდინშია.
ჩემი ახლობლები იყვნენ, საყვარელი ხალხი იყო - ბავშვებიც და დიდებიც, ადგილობრივებს ყველას ვიცნობდი. საჭიროა სიგნალი, რომ გააფრთხილოს მოსახლეობა, რომ უსაფრთხოდ იგრძნოს მოსახლეობამ თავი. ისეთი მყინვარებია, ერთი პატარა მიწისძვრა და შეიძლება დაიძვრას,“ - ამბობს ადგილობრივი.
შოვისკენ არასდროს არაფერი ყოფილა და ახლა, რა მოხდა ამნაირი უბედურება. რამდენი ახლობელი და ნათესავი დაიღუპა - ჩემი შვილების ამხანაგები, ჩემი სოფლელები, ბიძაშვილები, ვინ აღარ. ასე მოულოდნელი რა უბედურება მოხდა, იქით არაფერი ყოფილა. ისე ხეობაც იმნაირია, მდინარე დიდდებოდა და სულ საშიშროება ჰქონდათ,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
შოვში იყვნენ, მუშაობდნენ, ხელოსნები იყვნენ. შეიძლება დნმ-ით დადგინდეს და ნაპოვნებიც არიან, ჩვენ ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს - თემურ ჩარკვიანი, ნიკოლოზ ჩალაძე და დიმიტრი ფირცხალავა,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.