ხელვაჩაურში, კოტეჯები მდინარის კალაპოტშია აშენებული - "საშიშროებას ქმნის, თუ ჩაიხერგება, ადიდდება"
რაჭის ტრაგედიის შემდეგ მოსახლეობის გამაფრთხილებელი სიგნალები ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ისმის. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთაბათუმში სამოცამდე კოტეჯი პირდაპირ მდინარის კალაპოტშია აშენებული.
მშენებლობა უწყვეტ რეჟიმში ისე მიდის, რომ გადაწყვეტილების მიმღები არცერთი პირი არ სვამს კითხვას, რამდენად უსაფრთხოა ადამიანების სიცოცხლისთვბის შუა მდინარეში სახლების აშენება.
ადგილობივები ამბობენ, რომ ადიდებულმა მდინარემ სამანქანო ხიდიც კი წაიღო.
საშიშროებას ქმნის, თუ ჩაიხერგება, ადიდდება. დიდდება და გადადის იქით, თუ დიდზე ადიდდა, სასაფლაოებამდე შეიძლება შევიდეს, ასეთიც ყოფილა. ჩემთანაც ამოვიდა ეზოში მდინარე და მე სახლი დავცალე,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.