ხელისუფლებამ პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს - კუპრაძე შოვის ტრაგედიაზე

13.08.23 13:27
ხელისუფლებამ პოლიტიკური და სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს - კუპრაძე შოვის ტრაგედიაზე

"ხელისუფლების პასუხისმგებლობა არის ცალსახა, მან ეს პოლიტიკური და მათ შორის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ღიად უნდა აიღოს,“ - ეს განცახდება "ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი კუპრაძემ გააკეთა.

კუპრაძე შოვის ტრაგედიას ეხმაურება და ამბობს, რომ სრული პასუხისმგებლობა მთავრობას ეკისრება, რადგან სწორედ ხელისუფლების ვალია ადრეული გაფრთხილების სისტემის დაყენება. 

ამ ქვეყნის ეროვნული ტრაგედია არის ის, რომ მძიმე შემთხვევების შემდეგ არაფერი იცვლება უკეთესობისკენ. ეს ცალსახად ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება არის უმოქმედო, უუნარო, არაკომპეტენტური და ის არ ფიქრობს საქარტელოს მოსახლეობის ინტერესებზე. რაც მთავარია, რომ მსგავსი შემთხვევების შემდეგ გამოვლინდეს ყველა ის მძიმე დარღვევა, ხარვეზი ქვეყნის მართვაში, რომელიც დღის წესრიგში არსებობს და ეს ხარვეზები უნდა მოგვარდეს, დაწყებული ვერტმფრენიდან, დამთავრებული ადრეული შეტყობინების მექანიზმების დამონტაჟებით, სარისკო ადგილების შესწავლით, ხელისუფლება ამას არ აკეთებს და მისი პასუხისმგებლობა არის ცალსახა, მან ეს პოლიტიკური და მათ შორის სამართლებრივი პასუხისმგებლობა ღიად უნდა აიღოს,“ - ამბობს ირაკლი კუპრაძე.

მსგავსი სიახლეები