აღმაშენებელი ძალიან უკმაყოფილო დარჩებოდა, თქვენი ინიციატივის შესახებ რომ სცოდნოდა - თალაკვაძე ვაშაძეს

31.05.21 16:08
აღმაშენებელი ძალიან უკმაყოფილო დარჩებოდა, თქვენი ინიციატივის შესახებ რომ სცოდნოდა - თალაკვაძე ვაშაძეს

 დავით აღმაშენებელი ძალიან უკმაყოფილო დარჩებოდა, თქვენი ინიციატივის შესახებ რომ სცოდნოდა, - ასე მიმართა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს, გიორგი ვაშაძეს.

ბიუროს სხდომაზე  „სტრატეგია აღმაშენებლის“ საკანონმდებლო ინიციატივაზე მსჯელობდნენ, რომელიც  მმართველი გუნდის გადაწყვეტილებით ხულიგნობასა და პოლიციელებისადმი დაუმორჩილებლობაზე გამკაცრებული ადმინისტრაციული ჯარიმების შემსუბუქებას ითვალისწინებს.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ, კანონპროექტის ჩაქარებული წესით განხილვა მოითხოვა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს მიმართა, რომ მათი სასჯელების არავის ეშინია.

საოცარია, რომ პოლიციის დღეს ერთ-ერთი პოლიტიკური გაერთიანება “სტატეგია აღმაშენებელი“ აი ასე შეხვდა - დაჩქარებული წესით ითხოვენ იმის განხილვას, რომ თურმე სანქციები უნდა შევარბილოთ იმაზე, რასაც თვენახევრის განმავლობაში ვხედავდით, როცა ოპოზიცია პოლიციას შეურაცხყოფას აყენებდა - ხან ფიზიკურ კონტაქტში შედიოდა, რომ არაფერი ვთქვათ იმ მოვლენებზე, როცა პოლიციელთა მიმართ საათების განმავლობაში ფიზიკური შეტევა ხორციელდებოდა“, - თქვა თალაკვაძემ.