გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რამდენად შესაძლებელი იყო არსებული ტრაგედიის მოხდენის პერსპექტივის დანახვა - კობერიძე
"გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რამდენად შესაძლებელი იყო არსებული ტრაგედიის მოხდენის პერსპექტივის დანახვა," - ეს განცხადება "გირჩი - მეტი თავისუფლების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ცოტნე კობერიძემ გააკეთა.
კობერიძეს კითხვები აქვს ხელისუფლებასთან და ამბობს, რომ ყველა ლეგიტიმურ კითხვაზე პასუხი გამოძიებამ უნდა გასცეს.
პირველ რიგში, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რამდენად შესაძლებელი იყო არსებული ტრაგედიის მოხდენის პერსპექტივის დანახვა, რამდენად შესაძლებელი იყო 8-10 წუთში ადამიანებს დაეტოვებინათ ეს ადგილი და ვისი პასუხისმგებლობა იყო, რომ ისინი არ იყვნენ გაფრთხილებული. გარდა ამისა, ჩემი აზრით, გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რამდენად იყო შესაძლებელი იმ რესურსებით, რაც სახელმწიფოს გააჩნია, უფრო სწრაფად და ეფექტურად მომხდარიყო ადგილობრივ ვითარებაში ამ ტრაგედიის შემდეგომ, უახლოეს პერიოდშივე გამოყენება ყველა რესურსის,“ - განაცხადა ცოტნე კობერიძემ.
მსგავსი სიახლეები
კობახიძემ "ეროვნული ფასეულობების დაცვის" მოტივით შექმნილ საინიციატივო ჯგუფზე ისაუბრა
30 ივლისს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ქართული ოცნებისგან მოითხოვს იმ კანონების მოწესრიგებას, რომლებიც შეეხება ეკლესიის, სიწმინდეების, ისტორიული გმირებისა და ეროვნული ფასეულობების დაცვას.