სტიქია შოვში - მანანა ჯაჭვაძის ცხედარი იდენტიფიცირებულია

13.08.23 14:46
სტიქია შოვში - მანანა ჯაჭვაძის ცხედარი იდენტიფიცირებულია

სტიქია შოვში - მანანა ჯაჭვაძის ცხედარი იდენტიფიცირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას ოჯახი ადასტურებს. 

ჯაჭვაძე შოვში ოჯახის წევრებთან მარინე და გიორგი ხორბალაძეებთან ერთად იმყოფებოდა. 

შოვის ტრაგედიის დროს გარდაცვლილი ჩვენი ოჯახის წევრს მანანა ჯაჭვაძეს 10 დღიანი ძებნის შემდეგ მივაკვლიეთ...( მის პატარა ანგელოზს ჯერჯერობით ვერ )
მანანა  დასვენებულია რუსთავში, მის: ყაზბეგის 2 გასასვლელი N:9, პანაშვიდი ხვალ ორშაბათს 14 აგვისტოს, გადასვენება სამშაბათს 15 აგვისტოს 12 საათზე რუსთავიდან, საგარეჯოს რაიონის სოფელ ყანდაურაში, დაკრძალვა 2 საათზე.. ყველას დიდი მადლობა სამძიმრისთვის და ამ ტკივილის გაზიარებისთვის. უფალმა გაგვაძლიეროს ამ მძიმე დროს...." - წერს ოჯახის წევრი.

მსგავსი სიახლეები